goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


უკრაინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - UITT 2015

უკრაინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - UITT 2015

25-27 მარტი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "UITT 2015". გამოფენაზე იგეგმება შეხვედრები სხვადახვა ტურისტულ კომპანიებთან, რომლებთანაც სარეკლამო კამპანიის ფარგლებში უკვე თანამშრომლობს დეპარტამენტი ან მომავალში გეგმავს სხვადასხვა აქტივობას. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სტენდში წარდგენილი იქნება აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები.

უკრაინა რეგიონისათვის ერთ-ერთ მნშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. გამოფენაში მონაწილეობასთან ერთად იგეგმება საინფორმაციო ტურების ორგანიზება და სხვა მარკეტინგული ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს აჭარაში უკრაინელი ტურისტების 12,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

//