1 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მორიგ გადამზადების კურსებს ჩაატარებს. ამ ეტაპზე რესტორნების და კაფე ბარების მმართველი რგოლის მენეჯერები გადამზადდება. ტრენინგებზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა მართვის უნარები, მომხმარებლის მომსახურება, მაკეტინგის ძირითადი ცნებები, კონცეფცია სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ტრენინგების ჩატარების ადგილი : ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ.#25
სასტუმრო „შერატონის“ გვერდით, საზღვაო სააგენტოს საკონფერენციო დარბაზი.
პირველი სართული,შესასვლელი ბულვარის მხრიდან.
