goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


გადამზადების კურსები მიმტანებისათვის

გადამზადების კურსები მიმტანებისათვის

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ამაღლების მიზნით 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ გადამზადების პირველ ეტაპს იწყებს. 31 მარტიდან 9 აპრილამდე ტრენინგები ჩატარდება კვების ობიექტებში დასაქმებული მიმტანებისათვის. თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას წელს 50 მიმტანი გაივლის. სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლამდე დეპარტამენტი ტრენინგებს ტურიზმის სფეროში დასაქმებული კადრებისათვის რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. სულ გადამზადდება 250 ადამიანი.

//