ორგანიზაცია IBDIPC
(საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "შავი ზღვის აუზში ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელის შექმნა (BSNTS)" ფარგლებში, ატარებს ტურისტების გამოკითხვას. კვლევა ხორციელდება აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ეკოტურიზმის სფეროში ტურისტული მოთხოვნის შესწავლისთვის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრისთვის. კვლევის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება IBDIPC და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებულ მხარისთვის.
ტურისტული კითხვარის ბმული: http://www.esurveyspro.com/s/294371/ecotourism-ajara![]()
საკონტაქტო ინფორმაცია: ibdipc@gmail.com, 599 48 21 81
