აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ჩატარდა. "საოცრებათა პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მრავალი სპორტული და გასართობი ღონისძიება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ზღვასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. ამ დღეს ნებისმიერ მსურველს შეეძლო წყლის სკუტერებით, ბანანებით, იახტით, პარაპლანით, პარაშუტებითა და კაიაკით სარგებლობა. ზღვის აქტივობების გარდა, ახალგაზრდული დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი. „ივერია ბიჩის“ ტერიტორიაზე მთელი დღის მანძილზე ცოცხალი შესრულებით კუბური მუსიკა ჟღერდა, რომელსაც ჯგუფი "Cuba Band"-ასრულებდა. პლაჟზე სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე ჩატარდა ადგილობრივი დიზაინერის თაკო მექვაბიძის ზაფხულის კოლექციის ჩვენება. ზაფხულის ტურისტული სეზონის სიმბოლური გახსნა 1 ივნისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამრთული დათო ხუჯაძისა და გუფი ლენდის კონცერტით დასრულდა.
ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილია
