ორგანიზაცია IBDIPC ("საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი") ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "შავი ზღვის აუზის სათავგადასავლო ტურიზმის ქსელის განვითარება (DOOA)" ფარგლებში, ატარებს ტურისტების გამოკითხვას. კვლევა ხორციელდება აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში ტურისტული მოთხოვნის შესწავლისთვის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრისთვის. კვლევის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება IBDIPC და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
ტურისტული კითხვარის ბმული:
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ელ-ფოსტა: ibdipc@gmail.com
- მობ.: 599 48 21 81
