აჭარის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების მონაცემების მიხედვით, 2013 წლის იანვარ-დეკემბერში სასტუმროს მომსახურებით 393.617 ადამიანმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9,68%-ითაა გაზრდილი.
ტურისტთა განთავსების ობიექტები ყველაზე დატვირთული ივლისში იყო, როდესაც დატვირთულობის კოეფიციენტმა 88,08%-ი შეადგინა. დეკემბერში კი დატვირთულობის კოეფიციენტმა - 10.73%-ი შეადგინა.
მხოლოდ დეკემბერში აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროს მომსახურებით 9.915 ვიზიტორმა ისარგებლა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით სტატისტიკას, იგი შემდეგნაირად გადანაწილდა: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი. აღსანიშანვია, რომ 2013 წელს სასტუმრო სექტორში ადგილთა რაოდენობამ შეადგინა 10.955 ადგილი, რაც გასულ წელთან შედარებით 588 ადგილით მეტია.
გაზრდილია საკრუიზო გემების შემოსვლის რაოდენობაც, 2012 წელს ბათუმის პორტს 10 საკრუიზო გემი ესტუმრა და 3.632 ტურისტი შემოიყვანა, ხოლო 2013 წელს 16 გემი შემოვიდა და 5.162 ტურისტი შემოიყვანა.
