goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბრიტანელი რეკორდსმენი მოგზაური აჭარაში ფრედ ფინი

ბრიტანელი რეკორდსმენი მოგზაური აჭარაში ფრედ ფინი

150 ქვეყნის შემდეგ საქართველოს ცნობილი ბრიტანელი მოგზაური ფრედ ფინი სტუმრობდა. 70 წელს გადაცილებულ მოგზაურს 24 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი და საჰაერო ხომალდებით ფრენის რაოდენობით მსოფლიო რეკორდსმენია.

8 სექტემბერს ფრედ ფინს აჭარის ტუიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა. ბრიტანელმა სტუმარმა მოინახულა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, აჭარული ღვინის სახლი,ქალაქის ღირშესანიშნაობები. დაესწრო ბათუმის დელფინარიუმის შოუს.

როგორც ცნობილმა მოგზაურმა აღნიშნა, მან საქართველოში მოგზაურობა ბოლოსთვის შემოინახა, როგორც საუკეთესო შთაბეჭდილება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრციის გადაწყვეტილებით ფრედ ფინს საქართველოს საპატიო წარმომადგენლის წოდება მიენიჭა. მოგზაურთა წრეებში ცნობილი ფრედ ფინი პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას მთელ მსოფლიოში.

//