goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


გამოფენა ''ზღაპრების სამყარო'' ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში

გამოფენა ''ზღაპრების სამყარო'' ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე გამოფენას "ზღაპრის სამყარო" მასპინძლოებს. 1812 წელს გამოიცა ძმები გრიმების ზღაპრების ცნობილი კრებული. ამ თარიღის იუბილესთან დაკავშირებით გოეთეს ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში წარმოადგენს სპეციალურად შექმნილ ინტერაქტიულ გამოფენას "ზღაპრის სამყარო" ("Marchenwelten“). მინსკისა და კიევის შემდეგ გამოფენა საქართველოში მოგზაურობს.

გამოფენა „ზღაპრების სამყარო“ ბათუმში 15 იანვარს გაიხსნა და 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

გამოფენა განკუთვნილია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, თუმცა უფროსებისთვისაც საინტერესო სანახაობას წარმოადგენს. ის შვიდ თემატურ ნაწილს მოიცავს:

  • გმირი ქალები ზღაპრებში
  • გმირი მამაკაცი ზღაპრებში
  • ბოროტი პერსონაჟები
  • ცხოველთა სახეები
  • მაგია და ჯადოქრობა
  • საშიში ჟრუანტელი
  • დავალებები და გამოცდები

გამოფენაზე გაეცნობით გრიმების ბიოგრაფიას, ზღარების წარმოშობის ისტორიასა და ზღაპრის ენის სპეციფიკას.

Facebook-გვერდი: Contemporary Art Space, Batumi

მისამართი: ზვიად გამსახურდიას ქ. 1/5

//