აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ბათუმის ტურისტული სააგენტოს
მხარდაჭერით ტურიზმის კერძო სექტორის ხელშეწყობისათვის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. რესტორან "ჰარალეს" ხელმძღვანელობის ინიციატივით მოეწყო სინფორმაციო ტური ბათუმის ტურისტული სააგენტოებისათვის. სააგენტოების წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები, გაცნობოდნენ ირგვლივ მდებარე ღირშესანიშნაობებს, გაემრავალფეროვნებინათ ტურისტებისათვის შემუშავებული პროგრამები. საინფორმაციო ტური მოეწყო ასევე რესტორან "კაკლებშიც". მსგავსი ტურები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულ სააგენტოებსა და ტურისტულ ობიექტებს შორის თანამშრომლობის გაღმავებას.
საინფორმაციო ტური ბათუმის ტურისტული სააგენტოებისათვის
