23 აპრილს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის მესამე, საბოლოო ეტაპი ჩატარდა.
კონკურსი 20 მარტს გამოცხადდა. 20 მარტიდან 31 მარტამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად 174 განაცხადი იყო მიღებული. პირველ ეტაპზე განაცხადების განხილვის შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ 34 კანდიდატმა დააკმაყოფილა. მეორე ეტაპზე შერჩევა ტესტირების მიხედვით განხორცილდა. ტესტირებაზე გამოცხადდა 25 კანდიდატი, რომელთაგან მხოლოდ 19-მა კანდიდატმა შეძლო მესამე ეტაპზე გადასვლა. კონკურსის დასრულების შემდეგ კანდიდატები 6 ვაკანტურ თანამდებობას დაიკავებენ.
კონკურსის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ
.
