goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


„იდუმალი სტუმრის“ მეთოდით მომსახურების ხარისხის კვლევა

„იდუმალი სტუმრის“ მეთოდით მომსახურების ხარისხის კვლევა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინციატივითა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე აჭარის რეგიონის მასშტაბით ჩატარდა კვლევა „იდუმალი სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით. კვლევა ითვალისწინებდა კვების ობიექტის მომსახურების დონის დადგენას. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა კვების ობიექტის მიმტანები და მენეჯერები.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა აჭარის რეგიონის კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს გადამზადების უფასო კურსებს მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისათვის. „იდუმალი სტუმარის“ მეთოდით ჩატარებული კვლევით დეპარტამენტს მიეცა საშუალება მესამე კომპეტენტურის მხარის დახმარებით შეიმუშავოს რეკომენდაციები კვების ობიექტების ხელმძღვანელებისათვის, განსაზღვროს გადამზადების კურსების ეფექტურობა და კვლევის ანალიზის საფუძველზე დაგეგმოს 2014-2015 წლის გადამზადების კურსები.

დაწვრილებითი ინფორამციისათვის გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე და იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი:

იდუმალი სტუმარ >>>

//