მიმდინარე წლის 14-16 ნოემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება ტრენინგი თემზე: "სოციალური მედია და ინტერნეტ მარკეტინგი ტურიზმის სფეროში".
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს აჭარის რეგიონის ტურიზმის კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე ორგანიზაცების წარმომადგენლები. ტრენინგების დროს გარკვეული აქცენტი გაკეთდება უშუალოდ ტურიზმის ინტერნეტ და სოციალური მედია კომუნიკაციის სპეციფიკაზე. უფასო გადამზადების კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/SMMtourismseminar![]()
ტრენინგის ორგანიზატორია "საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი", რომელიც საერთაშორისო პროექტის "შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი რეგიონში/ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები" ფარგლებში ხორციელდება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ჩართულია როგორც აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში, ისე სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ გადამზადების კურსების საორგანიზაციო საკითხებში.
