goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


რიგის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ''BALTTOUR-2014''

რიგის საერთ. ტურისტული გამოფენა - BALTTOUR 2014

7-9 თებერვალს აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობას ღებულობს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "BALTTOUR-2014". აჭარა გამოფენაზე წარდგენილი იქნება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გამოფენაში მონაწილეობის მიზანია აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და რეგიონით დაინტერესებულ ახალ ტურისტულ კომპანიებთან კავშირების დამყარება. საერთაშორისო გამოფენა "BALTTOUR-2014" ბალტიისპირეთის მთავარ ტურისტულ ფორუმად არის აღიარებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, საქართველოში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა განსაკუთრებითაა გაზრდილი.

//