რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
თურქეთის რესპუბლიკაში 5 თვიან პიარ კამპანიას აწარმოებს.
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში 19-21 ივლისს ბათუმს თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ბლოგერი (სამეულშია შესული) ქემალ ქაია
სტუმრობდა. იგი ამასთანავე მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სამოგზაურო Facebook გვერდის მფლობელია.
ბლოგერმა ბათუმში ვიზიტის შედეგად ათამდე სტატია გამოაქვეყნა ბლოგზე yoldaolmak.com
. დიდი წარმატება და მოწონება ხვდა წილად ბათუმის შესახებ Facebook გვერდზე fb.com/YoldaOlmak
გამოქვეყნებულ ფოტოებსა და პოსტებს.
სოციალურ ქსელში ჩატარებული აქტივობის შედეგად ჩვენებების რაოდენობამ 1 655 515, ხოლო კომენატრების, მოწონებებისა და გაზიარების რიცხვმა 36 126-ს მიაღწია.
მოწონებების განსაკუთრებული რაოდენობა დაიმსახურა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა
.
