goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


Rainbow Tours-ი ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს კვლავ შეასრულებს

Rainbow Tours-ი ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს კვლავ შეასრულებს

უსხვილესი პოლონური ტუროპერატორი "Rainbow Tours"-ი ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს კვლავ შეასრულებს. ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში სარეკლამო კამპანიის ფარგლებში "Rainbow Tours"-თან მოლაპარაკებები აწარმოა, რომლის შედეგადაც 2015 წლის სეზონისათვის კომპანია პოლონეთის სამი ქალაქიდან ჩარტერულ ფრენებს კვლავ განაახლებს.

"Rainbow Tours"-ის ორგანიზებით ბათუმში ფრენები განხორციელდება, როგორც ვარშავიდან, ისე ქალაქ კატოვიცედან და პოზნანიდან. ფრენები ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე კვირაში ორჯერაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ "Rainbow Tours"-ის ორგანიზებით რეგიონში 2014 წელს 5483 პოლონელი ტურისტი ჩაავიდა. 2015 წლისთვის კომპანია ავიაფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს. მსგავსი აქტივობით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ხელს უწყობს რეგიონში ტურიზმის კერძო სექტორის სტიმულირებასა და განვითარებას. დადებითი ზრდის ტენდენდენციაა პოლონეთის მიმართულებით არსებულ სტატისტიკაში: 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 29,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისა, ბათუმში პოლონელი ტურისტების დიდი რაოდენობა ქუთაისის აეროპორტითა და სახმელეთო გზით შემოდის.

//