goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საინფორმაციო ტური პოლონელი ჟურნალისტებისათვის

საინფორმაციო ტური პოლონელი ჟურნალისტებისათვის

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავიაკომპანია "Wizz Air"-თან თანამშრომლობით ახორციელებს საინფორმაციო ტურს პოლონეთის წამყვანი მედია-საშუალებების ჟურნალისტებისათვის. 11 ჟურნალისტი 28 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით გაეცნობა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და თავიანთ მედია საშუალებებში პოპულარიზაციას გაუწევს აჭარა-ბათუმს, როგორც საინტერესო ტურისტულ მიმართულებას. საინფორმაციო ტურის ფარგლებში ბათუმს ესტუმრება პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო არხის TVP-ს სამკაციანი ჯგუფი, რადიო PIN-ისა და რადიო TOK FM-ის, წამყვანი ბეჭდვითი მედიისა და ინტერნეტ პორტალების (Rzeczpospolita, turystyka.wp.pl, fly4free.pl, pasazer.com, gazeta.pl) წარმომადგენლები.

//