goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


პოლონელი ბლოგერების პრეს-ტური

პოლონელი ბლოგერების პრეს-ტური

16-23 ნოემბერს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოში პოლონელი ბლოგერები იმოგზაურებენ. 11 კაციანი ჯგუფი პოლონეთის ყველაზე კითხვადი და პოპულარული ბლოგების ავტორებითაა დაკომპლექტებული. მასში სხვადასხვა თემატიკის ბლოგერია გაერთიანებული: მოგზაურობა, კულინარია, ცხოვრების სტილი.

პოლონელი ბლოგერები თავდაპირველად მოინახულებენ თბილისს და მცხეთას, შემდეგ კი გაეცნობიან ჩვენი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. სამომავლოდ შექმნილ ბლოგებზე მთავარი აქცენტი გაკეთდება აჭარა-ბათუმზე. აღსაღნიშნავია, რომ აღნიშნული საინფორმაციო ტური ავია-კომპანია "Wezz Air"-ის მიერ იქნა მხარდაჭერილი.

//