goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ებრაელი ჟურნალისტების პრეს-ტური

ებრაელი ჟურნალისტების  პრეს-ტური

13-17 ნოემბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ებრაული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. პრეს-ტურის ჯგუფში შედის როგორც ბეჭდვითი მედია, ისე ისრაელის ყველაზე პოპულარული საინფორმაციო ვებ- გვერდები. რეგიონის პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტები გაეცნობიან აჭარა-ბათუმის ტურისტულ პოტენციალს და სამომავალოდ მის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიებს შექმნიან.

ისრაელი ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს სარეკლამო კამპანიებს, მონაწილეობს თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. აღსაღნიშნავია, რომ სეზონურად, ბათუმის აეროპორტი მასპინძლობს პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს თელავივიდან, საიდანაც ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

//