მიმდინარე წლის 7 მაისს, 11:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2015-2018 წ.წ. პრიორიტეტები) საჯარო განხილვა გაიმართა.
პრეზენტაცია ჩაატარა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რაულ აბულაძემ. დებატების შედეგად წარმოდგენილი შეკითხვები სამომავლოდ განხილული და კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის, ტურიზმის სფეროს და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
