აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტის 2013 წელს თურქეთში დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების ფაგლებში გრძელდება სხვადასხვა პიარ-აქტივობა. ამჯერად დეპარტამენტმა უმასპინძლა ჰაზალ იილმაზს, მოგზაურ-ბლოგერს, რომელსაც თურქეთში მიმდევრების ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს. ჰაზალ ილმაზმა 2 სექტემბერს უკვე გამოაქვეყნა სტატიები თავის საკუთარ ბლოგზე და პეგასუსის ოფიციალური ბლოგერების გვერდზე. ბათუმში გადაღებული ფოტოები ჟურნალისტმა თავის ინსტაგრამის გვერდზეც განათავსა, სადაც მას 10 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. გარდა საკუთარი პოპულარული ბლოგისა hazalyilmaz.com – “Urban Confessions“ იგი ასევე სტატიას დაწერს მოგზაურობის, სამზარეულოსა და სასმელების შესახებ, რომელიც 350,000 ტირაჟით გამოდის, როგორც გაზეთ Sabah-ის დანამატი. გარდა ამისა, იგი ბლოგერების ჯგუფის „Cok Gezenler Kulubu” -ის დამფუძნებელია, სადაც გაერთიანებულია 100-ზე მეტი ბლოგერი.
აჭარა-ბათუმის პიარ-კამპანია თურქეთში გრძელდება
