goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


პიარ-აქტივობები თურქეთის ტურისტულ ბაზარზე

პიარ-აქტივობები თურქეთის ტურისტულ ბაზარზე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2014 წლის განმავლობაში თურქეთის ბაზარზე 5 თვიანი (აპრილი-აგვისტო) PR გეგმის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

16-18 აპრილს დეპარტამენტი ორგანიზება გაუწია საინფორმაციო ტურს თურქი ტუროპერატორებისათვის. 18 აპრილს კი უმასპინძლა თურქული ტელევიზიის - ჰაბერთურქ TV-ეს გადამღებ ჯგუფს.

CNN Turk-ის მსგავსად, ჰაბერთურქ TV პრესტიჟული ახალი ამბების სატეელევიზიო არხია, რომელიც მიმართულია თურქეთის AB სეგმენტზე (რეგულარული სამოგზაური ჩვევების მქონე ტურისტთა კატეგორია).

მაისის პირველ რიცხვებში ჰაბერთურქ TV-ეს არხზე რეგიონის პოპილარიზაციის მიზნით გავიდა სპეციალური სიუჟეტი აჭარა-ბათუმის შესახებ.

თურქეთი რეგიონისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარაში თურქეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.


//