goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


პლაზა ჰოტელი - ახალი სასტუმრო ქალაქის ცენტრში

პლაზა ჰოტელი - ახალი სასტუმრო ქალაქის ცენტრში

22 მარტს ბათუმი პლაზას მრავლფუნქციური შენობის მეოთხე სართულზე თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო გაიხსნა. "პლაზა ჰოტელი" 52 სასტუმრო ნომრისაგან შედგება და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ერთ და ორადგილიან, ისე ლუქსისა და ნახევრად ლუქსის ტიპი ნომრებს. სასტუმროში მოწყობილია ასევე საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრის ოთახი. "პლაზა ჰოტელის" ყველა მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს პლაზაში განთავსებული ფიტნეს-კლუბით, საუნითა და აუზით. სასტუმროს გახსნას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

//