ინოვაციური ბრიტანული კომპანია „The Paper Cinema
“ წარმოგიდგენთ სპექტაკლს „ოდისეა“.
სპექტაკლები გაიმართება:
- 5, 6 დეკემბერს 19:00 სთ;
- 7 დეკემბერი 14:00სთ და 19:00 სთ.
მისამართი: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
, ო. დიმიტრიადის ქ. 1.
ბილეთის შეძენა შეგიძლიათ სალაროში: 0422 276240.
ბილეთის ფასი: 5 ლარი.
მძვინვარე ქარიშხალი და ზებუნებრივი ძალები ცდილობენ აღუდგენ მთავარი პერსონაჟის სურვილს, დაბრუნდეს სახლში. აქ შეგიძლიათ გაეხვიოთ ზღვა თავგადასავლებსა და საფრთხეებით სავსე მოგზაურობაში.
ჰომერის ლიტერატურული გმირის ისტორია მკაფიოდაა აღწერილი ულამაზესი ილუსტრაციებითა და თოჯინების ოსტატური გამოყენებით. კინომატოგრაფიული პროექცია ქაღალდისგან გამოჭრილი თოჯინებით სავსე ჩემოდანს სცენაზევე ცოცხალ პერსონაჟებად გარდაქმნის. ბრწყინვალედ შერულებული ცოცხლი მუსიკის ფონზე, კი თქვენს თვალწინ შექმნილი მუნჯი კინო დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და განცდებს დაგიტოვებთ.
