goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


კიდევ ერთი პრეს-ტური უკრაინელი ჟურნალისტებისათვის

კიდევ ერთი პრეს-ტური უკრაინელი ჟურნალისტებისათვის

9-13 დეკემბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უკრაინელი ჟურნალისტებისათვის კიდევ ერთ საინფორმაციო ტურს ატარებს. წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის იმყოფება უკრაინის ტელევიზიები 1plus1 და Новий канал. ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები გაეცნობიან ჩვენი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და თავიანთ სტატიებსა და სიუჟეტებში პოპულარიზაციას გაუწევენ აჭარა-ბათუმს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მხოლოდ უკრაინის მიმართულებით 5 საინფორმაციო ტური ჩატარდა ტურ-ოპერატორებისა და ჟუნალისტებისათვის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს ასევე უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და კონფერენციებში.

//