goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მორიგი საინფორმაციო ტური პოლონელებისათვის

მორიგი საინფორმაციო ტური პოლონელებისათვის

3 დეკემბერიდან 7 დეკემბრამდე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მორიგ საინფორმაციო ტურს- პოლონური ტურისტული სააგენტოებისა და კატოვიცეს აეროპორტის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ოთხი დღის მანძილზე ისინი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, რეგიონში არსებული ტურ-პაკეტებისა და კონკრეტული შემოთავაზებების შესახებ შეხვედრას გამართავენ ადგილობრივი კერძო სააგენტოების წარმომადგენლებთან. საინფორმაციო ტურის ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. მსგავსი ტურები უცხოელი ტურისტების მოსაზიდად და საზღვარგარეთ რეგიონის პოპულარიზაციისათვის ერთ-ერთ მთავარ მარკეტინგულ ღონისძიებას წარმოადგენს.

//