goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

2015 წელს აჭარა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებებით შეხვდება.

ახალი წლის დღეებში, ევროპის მოედანზე მოეწყობა ევროპული ტიპის საშობაო გამოფენა-ბაზრობა. საახალწლო ნაძვის ხესთან არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი მგზავრები, ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი, გუფი ლენდი, სოფო ხალვაში და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

31 დეკემბერს, ბათუმის ევროპის მოედანზე გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე, ჯგუფი ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

მრავალფეროვანია ბათუმის კაფე-რესტორნებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: BatumiEvents.com

//