goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საშობაო-საახალწლო კონცერტები გრძელდება

საშობაო-საახალწლო კონცერტები გრძელდება

ბათუმის ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

დღეს, 5 იანვარს, საღამოს 19:00 საათისდან ევროპის მოედანზე საკონცერტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება რეპ ჯგუფი “ბაბილონი” და როკ ჯგუფები: “ბეთლემი”, “ფემილი ბენდი“, “მაო ძე დუნი“, “ნემო“.

6 იანვარს 18:00 საათზე სადღესასწაულო განწყობას შექმნის აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ბათუმი დასკვნითი კონცერტით შეხვდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოფო ხალვაში და ბენდი, აჩიკო ბერიძე და ტრიო, ანსამბლი „ბათუმი“, პანტომიმის ჯგუფი.

საახალწლო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში მთელი ზამთრის განმავლობაში გაგრძელდება. ფასდაკლებებით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ ესტუმრონ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდს.

//