25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ბათუმის ევროპის მოედანზე ყოველდღიურად უამრავი სიურპრიზი გელით.
პირველად ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა. სხვადასხვა ჯიხურებში წარმოდგენილი იქნება საახალწლო ნობათი. ბავშვებს თოვლის ბაბუები და ფიფქიები უმასპინძლებენ, სცენაზე კი ყოველდღიურად ფოლკლორული ანსამბლები და ცნობილი მუსიკალური ჯგუფები ჩაატარებენ საახალწლო კონცერტებს.
მობრძანდით ბათუმის საშობაო ბაზრობაზე და თქვენც შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა.
ახალი წლის ღამის კონცერტი დაიწყება 22:00-დან და გაგრძელდება ღამის 1 საათამდე.
31 დეკემბერი - ანსამბლი "შინი" და მაია ბარათაშვილი
სხვა კონცერტები (კონცერტები გაიმართება საღამოს 20:00 საათიდან):
- 27 დეკემბერი - "სითი ბენდი"
- 28 დეკემბერი - "The Pickupers
", ვაჟა ტუღუში და ბენდი "ფრანი"
- 29 დეკემბერი - "Memo", "Goofy land
"
- 2 იანვარი - "Goofy land", "მგზავრები
"
- 3 იანვარი - "Old Muse
", "Antibiotic", "Surprise"
- 4 იანვარი - აჭარის მ. კუხიანიძის სახ. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ანსამბლი "ხორუმი", "ბანი"
- 5 იანვარი - "Gravity", "SvanSikh
"
- 7 იანვარი - "New Band", "Goofy land", "რეგიონი
"
- 11 იანვარი - "ვია გრა
"
გაატარეთ დაუვიწყარი ახალი წლის დღეები ბათუმში...