goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ახალი ვებ–გვერდის პრეზენტაცია

ახალი ვებ–გვერდის პრეზენტაცია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა. დღეიდან ახალი ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია მომხმარებელთათვის. www.gobatumi.com-ზე განთავსებული ინფორმაცია თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული და სტრუქტურული თვალსაზრისითაც სიახლეს წარმოადგენს. რეგიონის აღმოსაჩენად და ვიზიტის დასაგეგმად ტურისტებისათვის გათვლილი ინფორმაცია სამ მთავარ ნაწილადაა წარმოჩენილი: ესტუმრე, შეიგრძენი, შეიყვარე. საიტის ინფორმაცია მუდმივად განახლებადია, იგი სრულყოფილად ასახვს აჭარის ტურისტულ პოტენციალს და ერთნაირად საინტერესოა როგორც რეგიონის სტუმრებისათვის, ისე ადგილობრივ მკვიდრთათვის.

//