ტურისტულ სეზონს აჭარა ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრებით ხვდება. ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა ბათუმის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ღირშესანიშნაობის - საბაგირო გზის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩაზე. ახალი საინფორმაციო ცენტრი ზაფხულის განმავლობაში 24 საათი იმუშავებს. ბათუმის საინფორმაციო ცენტრი უკვე ფუნქციონირებს, თუმცა მისი სიმბოლური გახსნა 9 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.
ტურისტებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა ასევე ქობულეთის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე.
10 ივლისს 11 საათზე ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ცენტრალურ მაგისტრალებზე.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სეზონზე აჭარის მასშტაბით 8 საინფორმაციო ცენტრი მოემსახურება რეგიონის სტუმრებს.
