goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ქუთაისის აეროპორტიდან ახალი ფრენები ვილნიუსის და ლვოვის მიმართულებით შესრულდება

ქუთაისის აეროპორტიდან ახალი ფრენები ვილნიუსის და ლვოვის მიმართულებით შესრულდება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ავიაფრენები ქ. ვილნიუსის და ქ. ლვოვის მიმართულებებით შესრულდება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “WIZZ AIR”ის გადაწყვეტილებით მარტიდან ავიაკომპანია ახალ ფრენებს ვილნიუსის და ლვოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ განახორციელებს.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით ფრენების სიხშირე გაზრდილია, ხოლო ახალი ფრენები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურისტთა ნაკადის შემოსვლას საქართველოში.

//