27-30 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კიდევ ერთ მედია ტურს გაუწევს ორგანიზებას. მედია ტურის ფარგლებში აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა პოლონეთის წამყვანი რადიოების (Polskie Radio, Radio Czworka), სამოგზაურო ონლაინ პორტალების (podroze.wp.pl, podroze.onet.pl, Fly4Free.pl) პოპულარული ჟურნალების (Gala,Voyage) წარმომადგენლები. მედია ტურის ფარგლებში მოწვეული იყო ასევე პოლონეთის ცენტრალური ტელევიზიის TVP-ს გადამღები ჯგუფი. ზაფხულის სეზონამდე აღნიშნულ მედია საშუალებებში აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიები და სიუჟეტები მომზადდება.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია საინფორმაციო ტური პოლონური ტურისტული კომპანიებიბისა და ტუროპერატორებისათვის.