goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ცირკი კრაკატუკი

ცირკი კრაკატუკი

ევროპული თეატრი-ცირკის დასი "კრაკატუკი" უკვე ბათუმშია და პრემიერისთვის ემზადება. დასი 22 ივნისიდან ბათუმის მაყურებელს და ქალაქის სტუმრებს დაუვიწყარ შოუ-წარმოდგენას, სპექტაკლ "კრაკატუკ"-ს შესთავაზებს.

"კრაკატუკ" - უნიკალური მრავალჟანრობრივი სპექტაკლია, რომელიც ითავსებს თანამედროვე ევროპულ თეატრს, ცირკსა და უახლეს სასცენო ტექნოლოგიებს, კლასიკურ და პოპულარულ მუსიკას, ორიგინალურ ქორეოგრაფიასა და სასცენო კოსტიუმებს წარმოუდგენელი სპეცეფექტებით. ფრანგულმა პრესამ ეს სპექტაკლი მსოფლიოს 10 საუკეთესო შოუთა შორის დაასახელა.

ბილეთები ხელმისაწვდომია ონლაინში: www.biletebi.geგარე ბმული


//