goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


შემოდგომა ქედაში ანუ ქედელობა 2014

შემოდგომა ქედაში ანუ ქედელობა 2014

22 ნოემბერს, ქედის მინიციპალიტეტი ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს შემოდგომა ქედაში (ქედელობა) უმასპინძლებს.

საშემოდგომო დღესასწაულის ფარგლებში უამრავი საინტერესო ღონისძიება იგეგმება: საფუძველი ჩაეყრება საკონსერვო ქარხნის მშენებლობას, საზეიმოდ გაიხსნება ღვინის ქარხანა, დაიწურება ქედის ღვინო, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები. ქედის სტუმრებს შეეძლებათ იხილონ ტრადიციული ფოლკლორული შოუ, დაათვალიერონ ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელნაკეთი ნივთები, დააგემოვნონ ადგილობრივი ნაწარმი.

ქედელობა 2014-ის დღე დასრულდება საზეიმო კონცერტით. სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად შემოდგომა ქედაში 2014-ს დაესწრება აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე დემურ დიასამიძე.

//