4-7 დეკემბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს იზმირის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას. აჭარის სტენდში დეპარტამენტთან ერთად კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. იზმირის ტურისტული სალონი თურქეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელშიც წლევანდელ წელს 867 ექზიბიტორია წარმოდგენილი 34 ქვეყნიდან. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სტენდში სარეკლამო-საინფორმაციო მასალების წარდგენასთან ერთად გამართავენ პრეზენტაციებს და საქმიან შეხვედრებს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა ტურისტთა რაოდენობით ლიდერ პოზიციას იკავებს. ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად სხვადასხვა ტიპის პიარ-აქტივობას ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკაში.
