goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბერლინის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობა

ბერლინის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობა

4-დან 8 მარტის ჩათვლით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბერლინში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობა "ITB 2015"-ში მონაწილეობს. აჭარა გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარდგენილი.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველწლიურად 170 ათასამდე დამთვალიერებელს ითვლის. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 180 ქვენის 11 ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს. ტურიზმის სფეროში იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. აღანიშნავია, რომ გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. გამოფენა 8 მარტს დასრულდება.

//