გიდების საერთაშორისო დღეს აჭარის გიდების ასოციაციამ
, რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის
ტურისტულ სააგენტოსთან ერთად, 11 სერტიფიცირებული ექსკურსიამძღოლი გამოავლინა. გამოვლინდა ასევე საუკეთესო გიდიც. წლის ყველაზე წარმატებული გიდის სტატუსი შორენა ჩხიკვაძემ მიიღო.
ამავე დღეს, აჭარის გიდების ასოციაციასა და ბათუმის ტურისტულ სააგენტოს
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ექსკურსიამძღოლებმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა 2013 წელი შეაჯამეს და მთავარ მიღწევებზე ისაუბრეს. გასულ წელს გიდების ასოციაციამ 34 ექსკურსიამძღოლი გადაამზადა.
