goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საერთაშორისო ფესტივალი ''ჩვენებურები''

საერთაშორისო ფესტივალი ''ჩვენებურები''

22-23 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრი საერთაშორისო ფოკლორულ ფესტივალს „ჩვენებურებს“ უმასპინძლებს. კონცერტში ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ. წელს ფესტივალს ფოკლორული ანსამბლები ეწვევა თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, იტალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნორვეგიიდან. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე ვალერიან შიუკაშვილი, ინგა ჯახუტაშვილი, მამუკა ლომიძე, ზურაბ სალუქვაძე, მარინა ბერიძე. ანსამბლები: ”ბერმუხა”, ”მერანი”, ”თეატრალური”, აფხაზეთის ახალგაზრდულიო კაპელა.

ფესტივალის ორგანიზატორია საერთაშორისო ფესტივალი ”ჩვენებურები” - ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომელსაც მხარს უჭერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მისამართი: ბათუმის ხელოვნების ცენტრი, ოდისეი დიმიტრიადის 1, ტელ: 0 422 27 62 40

დასაწყისი: 18:30 საათზე

//