2 დეკემბერს, 11 საათზე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით, საერთაშორისო ექსპერტი საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით შეხვედრებს გამართავს ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
დიდი ბრიტანეთის შპს G. P. Wild International
-ის წარმომადგენელი პიტერ უაილდი ბათუმში ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება. ბრიტანელი ექსპერტის ვიზიტის მიზანია რეგიონში საკრუიზო ტურიზმის სფეროს არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზის შედეგად მისი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
საერთაშორისო ექსპერტი ტურიზმის დარგში სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს როგორც ტურიზმის კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
