15-18 მარტს აჭარას თურქეთის შავი ზღვისპირა ქალაქების ტურ-ოპერატორები სტუმრობენ. 17 მარტს 10 საათზე სასტუმრო "დივანში" მოწვეულ ტურ-ოპერატორებს ჩაუტრდებათ პრეზენტაცია აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე ტურისტულ კომპანიებთან. თურქი ტურ-ოპერატორები რეგიონში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია, იგი რამდენიმე წელია ლიდერ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე დგას არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც.
საინფორმაციო ტური თურქი ტურ-ოპერატორებისათვის
