საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად 18 მარტს უნგრული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. აჭარის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად უნგრელი ჟუნალისტები რეგიონში პირველად არიან მოწვეულნი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 26 თებერვლიდან 1 მარტამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე უნგრეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა HUNGEXPO-ში ღებულობდა მონაწილეობას.
უნგრეთის ტურისტულმა ბაზარმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბრის თვიდან გაიხსნა ფრენები ქუთაისი ბუდაპეშტის მიმართულებით.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს კვირაში ორჯერ ახორციელებს და ერთი მიმართულებით ბილეთის საშუალო ღირებულება 50 ევროს შეადგენს.
უნგრეთის მიმართულებით მომავალ წლებში მარკეტინგული ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება.
