goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საინფორმაციო ტური სომხური ტურისტული სააგენტოებისათვის

საინფორმაციო ტური სომხური ტურისტული სააგენტოებისათვის

9-13 მარტს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სომხეთიდან მოწვეულ ტურ-ოპერატორებს მასპინძლობს. 9 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი რეგიონის ღირშესანიშნაობებსა და ტურისტულ ობიექტებს გაეცნობიან და თავიანთ მომხმარებელს აჭარის შესახებ განახლებულ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ. ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სომეხი ტურ-ოპერატორები თავიანთ კოლეგებს, რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შევხდებიან.

სომხეთი ბოლო წლებია ტურიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენს. მეზობელ ქვეყანაში სარეკლამო კამპანიები გასულ წლებშიც ტარდებოდა. წელს სომხეთის მიმართულებით მარკეტინგული ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდა და სომხური მედიისა და ტურ-სააგენტოებისათვის საინფორმაციო ტურების დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სტატისტიკაში რიცხობრივი მაჩვენებლით სომხეთი პირველ ხუთეულში შედის. აჭარის სასტუმროების მონაცემების მიხედვით 2014 წელს 2013 წელთან შედარებით სომხეთიდან შემოსული ტურისტების 36,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

//