14 აგვისტოს ბათუმის პორტს ერთდროულად ორი საკრუიზო ხომალდი ესტუმრა. მსხვილი ამერიკული საკრუიზო ხომალდი "Seven Seas Mariner" 1200-ამდე მგზავრს, ხოლო შედარებით პატარა საკრუიზო გემი "Harmony G" 60-მდე მგზავრს ითვლის.
საკრუიზო ხომალდებს მომსახურებას გაუწევს ტურისტული კომპანია აჭარა ტური
. დღის ბოლომდე უცხოელი ტურისტები ბათუმის მთავარ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს და ფოლკლორს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე 13 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 5700-მდე უცხოელი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში(იანვრიდან 14 აგვისტომდე) აჭარაში 5 გემი იყო შემუსული 828 მგზავრით. დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა 69%-ითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.
