goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


უნგრეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა HUNGEXPO-2015

 უნგრეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა HUNGEXPO-2015

26 თებერვლიდან 1 მარტამდე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "HUNGEXPO-2015" გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობს ტურიზმის სექტორის 300-მდე წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად წელს ბუდაპეშტში წამოდგენილი იქნება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

უნგრეთის ტურისტულმა ბაზარმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბრის თვიდან გაიხსნა ფრენები ქუთაისი ბუდაპეშტის მიმართულებით.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს კვირაში ორჯერ ახორციელებს და ერთი მიმართულებით ბილეთის საშუალო ღირებულება 50 ევროს შეადგენს.

"HUNGEXPO"-ს გამოფენა ბუდაპეშტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენაა აღმოსავლეთ ევროპაში.

//