goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ევროპელ ტურისტთა ჯგუფი ბათუმში

ევროპელ ტურისტთა ჯგუფი ბათუმში

გერმანული ტურისტული კომპანიის „აღმოსავლური თავგადასავალის“ ორგანიზებით ბათუმში 40-მდე ევროპელი ტურისტი იმყოფება. აღნიშნული კომპანია სპციალიზირებულია საქარავნე ტურებზე, რომლის ფარგლებშიც ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ისტორიას ეცნობიან. რამდენიმე წელია „აღმოსავლური თავგადასავალი“ თავის მარშრუტში კლიენტებს ბათუმს სთავაზობს. სპეციალური საცხოვრებელი მანქანებით შემოსული გერმანელი, ავსტრიელი, ჰოლანდიელი და შვეიცარიელი ტურისტები ბოტანიკურ ბაღში კემპინგისათვის განკუთვნილ ადგილზე არიან დაბანაკებულნი. ბათუმში ჩამოსვლამდე ჯგუფმა უამრავი ქვეყანა მოიარა. ბალტიისპირეთიდან რუსეთის, მონღოლეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ირანისა და სომხეთის გავლით საქართველოში შემოსული ტურისტები ჩვენს ქალაქში 3 დღეს დარჩებიან.


//