goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სარეკლამო კამპანიის მორიგი შედეგები თურქეთში

სარეკლამო კამპანიის მორიგი შედეგები თურქეთში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ თურქეთში წარმოებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გაზეთ „ჰურიეთის" ონლაინ ვერსიის პირველ გვერდზე აჭარა-ბათუმის შესახებ სტატია დაიბეჭდა. ჰურიეთის ონლაინ გაზეთს www.hurriyet.com - ს 2 მილიონი მკითხველი ჰყავს. სტატია გამოქვეყნდა ასევე პორტალზე www.yazarkafe.com , რომელიც-ს 500 ათას მკითხველს ითვლის. საინტერესო სტატია განთავსდა ჟურნალისტ ჰილალ მერიჩის პირადი ონლაინ დღიურზე- www.e-gunlugum.com , რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფოტო და ვიდეო მასალასთან ერთად სტატიები მოიცავს თურქი ტურისტებისათვის საინტერესო რჩევებს. ჩამოთვლილია 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიო აჭარას: უვიზო რეჟიმი და ხანმოკლე მგზავრობა, ქართული სუფრა და საზარეულო, მშვიდი გარემო, სიყვარულის განცდა, რომელიც ყველგან გხვდება და ბოლოს, თურქული ყავის დაგემოვნება, რომელსაც ბათუმში მართლაც რომ საუცხოოდ ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე, Pegasus-ის საბორტო ჟურნალის ოქტომბრის თვის გამოცემაში, აჭარა-ბათუმის შესახებ კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდება.

//