150 ქვეყნის შემდეგ საქართველოს ცნობილი ბრიტანელი მოგზაური ფრედ ფინი სტუმრობდა. 70 წელს გადაცილებულ მოგზაურს 24 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი და საჰაერო ხომალდებით ფრენის რაოდენობით მსოფლიო რეკორდსმენია.
8 სექტემბერს ფრედ ფინს აჭარის ტუიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა. ვიზიტის შემდეგ ფრედ ფინისაგან დეპარტამენტში შთაბეჭდილებებით სავსე მადლობის წერილი მოვიდა.
გთავაზობთ ამ წერილის რამდენიმე ნაწყვეტს:
"უღრმესი მადლობა თქვენს რეგიონში შესანიშნავი ტურისათვის, რომლითაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღე. ამიერიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამოვიცანი საიდუმლოება, რომელიც უკავშირდება ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია. არც ერთი მოგზაურობის დროს არ გამჩენია ისეთი ძლიერი აღფრთოვანება, როგორც თქვენი ქვეყნის ვიზიტისას. მივიხიბლე ბათუმის შემოგარენით, მთებით, ძველი თაღოვანი ხიდებით... ბათუმი არის ბრწყინვალე ქალაქი, დელფინების შოუ განსაკუთრებით საინტერესო თავისი განმაცვიფრებელი დელფინებით... მთელი ვიზიტი ყოველ ნაბიჯზე სავსე იყო შთაბეჭდილებებით, რომლებმაც ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ გადავწყვიტე უფრო ბევრი რამ გავიგო საქართველოზე. ამიერიდან თქვენი ქვეყანა ნამდვილად იქნება იმ საუკეთესო ადგილების პატარა სიაში, რომლებიც სიკვდილამდე აუცილებლად უნდა მოინახულო...".
რეკორდსმენი მოგზაური ფრედ ფინი უახოეს მომავალში კვლავ გეგმავს აჭარაში ვიზიტს.
