მუსიკალური ფესტივალი "ბათუმური შემოდგომა"
ჩატარების ადგილი: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
მისამართი: ოდისეი დიმიტრიადის ქ. 1, ტელ: 0 422 27 62 40
თარიღი: 5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე
დასაწყისი: 19:00 საათი
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, საოპერო სტუდია, საგუნდო კაპელა, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი და ფოლკლორული ანსამბლები, აგრეთვე ევროპაში და აშშ- ში სახელგანთქმული მუსიკოსები: ემინ გუვენ იაშლიჯამი - დირიჟორი (თურქეთი), ვერიკო ჭუმბურიძე - მევიოლინე (თურქეთი), მაურიციო პრეციოზი - დირიჟორი (იტალია), ზაზა მარჯანიშვილი - ჯაზ-მუსიკოსი - კომპოზიტორი (საქართველო - აშშ). ფესტივალი მოიცავს როგორც კლასიკური მუსიკის ჟანრს, ასევე მდიდარ ქართულ ფოლკლორს.
განსაკუთრებული შემოთავაზება - ფესტივალის ფარგლებში შემავალი შვიდი მუსიკალური საღამოს სააბონემენტო ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო თითოეული საღამოს ღირებულება შეადგენს 5 ლარს.
ბილეთები და აბონემენტები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროში (მის: ოდისეი დიმიტრიადის ქ. #1; ტელ: 0 422 27 62 40)