goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ექსკურსიები ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტით ბათუმში

ექსკურსიები ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტით ბათუმში

კომპანია Open Kiev, რომელიც წარმატებულად მუშაობს უკრაინის ტურისტულ ბაზარზე, იწყებს თავის საქმიანობას ბათუმში. კომპანია ტურისტებსა და ბათუმის მოსახლეობას სთავაზობს რეგულარულ საექსკურსიო ტურებს ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტით. დამსვენებლებს სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებთან ერთად შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ქალაქის უძველეს ისტორიას და დატკბნენ ზღვისპირა ჰაერით. ტური ჩაწერილია სამ ენაზე: ინგლისური, თურქული და რუსული. უახლოეს მომავალში ტურები ქართულ და უკრაინულ ენებზეც დაემატება.

სეზონზე დღეში 5-მდე საექსკურსიო ტურის განხორცილებაა დაგეგმილი დილისა და საღამოს საათებში.

Open Batumi უკრაინული Open Kiev-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან არის ორსართულიანი ავტობუს–კაბრიოლეტის ოპერატორი ქალაქ კიევში. 2012 წლიდან კომპანია მუშაობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდისთვის CitySightseeing, რამაც საშუალება მისცა მიეღო საერთაშორისო გამოცდილება ან ინდუსტრიის ლიდერი კომპანიებისგან.

კონტაქტები:

  • მობ: +995 558 19 42 59
  • ელ-ფოსტა: batumi@openkiev.in.ua
  • საიტი: openbatumi.com
//